x2 - Development

    x2 Development

    კომპანიის შესახებ

    კომპანია X2 დეველოპმენტი 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა სამშენებლო ინდუსტრიაში.

    ჩვენი მიზანია, შევქმნათ განსაკუთრებული პროექტები, რომლებიც მორგებული იქნება ჩვენს მომხმარებლებზე. გამორჩეული არქიტექტურა, თანამედროვე დიზაინი და მოქნილი გადახდის პირობები არის ის, რაც კომპანიას სხვებისგან გამოარჩევს.

    X2 დეველოპმენტისთვის პრიორიტეტს მშენებლობის მაღალი ხარისხი, მედეგობა და ნოვატორულობა წარმოადგენს. ჩვენ არ ვერიდებით ტექნიკური თვალსაზრისით რთულ გამოწვევებს. კომპანია მშენებლობისას იყენებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებსა და უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარას. 

    X2 დეველოპმენტი პირველი კომპანიაა, რომელმაც განახორციელა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის სახურავზე საცურაო აუზების მშენებლობა. 

    დღეისათვის X2 დეველოპმენტს საქართველოს მასშტაბით 4 დასრულებული, 6 მიმდინარე და 3 დაგეგმილი პროექტი აქვს.

    X2 დეველოპმენტი - მთელი თბილისი შენი ფანჯრიდან!