RiverFront Residence ახალი მულტიფუნქციური უბანია, დიდუბეში, მტკვრის სანაპიროზე, რომელიც აერთიანებს კომფორტ და ბიზნეს კლასის საცხოვრებელ ბლოკებს: ParkView, SideView და FrontView. პროექტი მოიცავს:
- 2500 მ2 შიდა ეზოს, რომელშიც 1900 მ2 დაეთმობა გამწვანებას
- ორ დონიან დახურულ პარკინგს, ელექტრო დამტენებით
- საოფისე და კომერციულ ფართებს, სავაჭრო და კვების ობიექტებით
- მოსასვენებელ და ბავშვთა გასართობ სივრცეებს
- საერთო მოხმარების გამწვანებულ ღია ტერასას
- დაცვისა და დასუფთავების მომსახურებას.
საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა მოსახერხებელი ადგილმდებარეობით, ადვილად უკავშირდება ქალაქის ცენტრსა და სხვადასხვა უბანს, რაც შესაძლებლობას აძლევს მობინადრეს მარტივად გადაადგილდეს ქალაქში. პროექტი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან 1 წუთის სავალზეა, ხოლო წერეთლის გამზირიდან 800 მეტრის დაშორებით.
RiverFront Residende-ის მშენებლობაში გამოიყენება პერლიტის ბლოკი, რომელიც მაღალი დონის ხმის, თბო და ვიბრო იზოლაციას უზრუნველყოფს. შენობის ფასადი მთლიანად მოპირკეთდება კომპოზიტური პანელებით. ვიტრაჟულ ნაწილს შეადგენს შავი ფერის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა. აივნებზე დაიგება ყინვაგამძლე ფილები. პროექტის სეისმომედეგობა გათვლილია 8 ბალზე.