x2 - Development

    Tsereteli Deluxe

    ბინა

    26
    00

    სართული

    Tsereteli Deluxe

    წერეთლის გამზ. #50-52

    Tsereteli Deluxe ბიზნეს კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, 
    რომელიც მოიცავს:
     
    - 2 დონიან დახურულ ავტოფარეხს 
    - 4 კომერციულ და საოფისე დანიშნულების სართულს
    - 20 საცხოვრებელ სართულს საუკეთესო გეგმარების ბინებით 
    - შენობის ბოლო 2 სართულზე განლაგდება პენტჰაუსები პანორამული ხედებით მთელს ქალაქზე.
     
    შენობის ფასადი მოპირკეთდება ბუნებრივი ტრავერტინითა და კომპოზიტური აკვა პანელებით. მშენებლობაში გამოიყენება პერლიტის ბლოკი, რომელიც მაღალი ხმის, თბო და ვიბრო იზოლაციას უზრუნველყოფს.
    ასევე, დაგეგმილია ფასადის დამატებითი დათბუნება. შენობის ვიტრაჟული ნაწილი - შავი ფერის ორმაგი შემინვის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარაა. აივნები მოპირკეთდება ყინვაგამძლე ფილებით. 
     
    საცხოვრებელი კომპლექსი დამატებით მოიცავს:
     
    - 400 კვ.მ რეკრეაციული დანიშნულების ვერანდას
    - ლაუნჯის ტიპის ღია კაფეს
    - ოლიმპიური სტანდარტების აუზს
    - სატრენაჟორო დარბაზს.
     
    მაცხოვრებლების კომფორტზე იზრუნებს კონსიერჟი, დაცვისა და დასუფთავების სამსახური.
     
    ჩვენი პროექტი ასევე გამოირჩევა მოსახერხებელი ადგილმდებარეობით - იმყოფება სავაჭრო ცენტრ „მეგალაინი“-ის მიმდებარედ, მეტრო წერეთლიდან 5 წუთის სავალზე.

    სტატუსი
    მშენებარე
    დასრულების თარიღი
    2025 / 12
    სართულიანობა
    26
    ბინების რაოდენობა
    257
    პარკინგის რაოდენობა
    170
    გადახდის პირობები
    შიდა 0% განვადება 2025 წლის ბოლომდე, 10% თანამონაწილეობით