ZenX Dighomi კომფორტ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, დიდ დიღომში, თანამედროვე კონცეფციითა და განვითარებული შიდა ინფრასტრუქტურით. პროექტი მოიცავს:
- 5000 მ2 შიდა ეზოს, საიდანაც 2500 მ2 რეკრეაციულ ზონას დაეთმობა
- ღია და დახურულ პარკინგს ელექტრო დამტენებით
- სპორტულ და გასართობ მოედნებს
- დეკორატიული ხეებით გაშენებულ ლანდშაფტურ ბაღს
- 500 მეტრიანი ველობილიკს და გარე ტრენაჟორებს.
ZenX Dighomi გამოირჩევა მოსახერხებელი ადგილმდებარეობით. კომპლექსი მდებარეობს ჰიპერმარკეტ „გუდვილიდან“ 5 წუთის სავალზე. კომპლექსის სიახლოვეს განთავსებულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, საცურაო აუზები, კერძო და საჯარო სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, ესთეტიკური ცენტრები და სხვადასხვა კვების ობიექტები.
პროექტის მშენებლობისას გამოიყენება ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და მაღალი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა. აივნებზე დაიგება ყინვაგამძლე ფილები. პროექტის სეისმომედეგობა გათვლილია 8 ბალზე.